რა სჭირს ალკარასს?! - ესპანელი მაიამის დაემშვიდობა
კვირას, მაიამი გარდენსში გამართული მაიამის ღია პირველობის მესამე რაუნდში, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, კარლოს ალკარასმა, მოულოდნელი მარცხი განიცადა რეიტინგის 32-ე ნომერთან, ამერიკელ სებასტიან კორდასთან (6:3, 5:7, 6:4).
კორდამ, რომელსაც ალკარასის წინააღმდეგ 1/4 შედეგი ჰქონდა (ერთადერთი გამრაჯვება 2022 წელს, როცა ალკარასს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დიდი სლემი მოგებული) 12 ეისი შეასრულა ორმაგი შეცდომების გარეშე. მას ალკარასზე მეტი მოგებული ქულაც ჰქონდა (33-30), ამერიკელმა ხუთიდან სამი ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა, ხოლო ალკარასმა ხუთიდან ორჯერ მოახერხა ეს.
რა თქმა უნდა, ბევრი დაძაბული მომენტი იყო. მაგრამ ვფიქრობ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რწმენა იყო, უბრალოდ რწმენის დაბრუნება, ყველა დარტყმაში მონდომება. საბედნიეროდ, მე ეს მოვახერხე. - თქვა კორდამ პრესკონფერენციაზე
კორდას 2 სეტში შეეძლო გამარჯვების მოპოვება, როდესაც მეორე სეტში 5:3 იგებდა, მაგრამ ალკარასმა ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო, რითაც თამაში მესამე სეტში გადაიყვანა. კორდამ გადამწყვეტი ბრეიკი ბოლო სეტში 3:3-ზე მოიპოვა და მატჩი მომდევნო ორ გეიმში დაასრულა.
სებასტიანი დღეს წარმოუდგენელი იყო - ისეთი შესანიშნავი თამაში ჩაატარა. ბევრი მომენტი იყო, რომელიც უბრალოდ ვერ გამოვიყენე. ვფიქრობ, ის ამ საკითხში, ამ მომენტებში, უკეთესი იყო. ვიტყოდი, რომ ეს იყო მატჩის გასაღები - განაცხადა ალკარასმა
Take it all in, @SebiKorda 😌
— Miami Open (@MiamiOpen) March 22, 2026
Korda def. World No. 1, Alcaraz, 6-3, 5-7, 6-4 ‼️#MiamiOpen | @atptour pic.twitter.com/z5w81rqso3