Belive

"ალკარასის წინააღმდეგ თამაში ძალიან მენატრება" - იანიკ სინერი

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

იანიკ სინერი თიხის საფარზე ბრუნდება, იტალიელი, მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერი, მონტე კარლოს ტურნირზე 2 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს. იანიკი აღნიშნული მასტერსის მოსაგებად პირველად იბრძოლებს და შეეცდება, რომ თავის რეიტინგს 1000 ქულა შემატოს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მას ქულების დაცვა მონტე კარლოში არ მოუწევს.

მონტე კარლოს მასტერსი ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ იანიკ სინერისა და კარლოს ალკარასის ფინალური დაპირისპირება კიდევ ერთხელ ვიხილოთ, იტალიელმა განაცხადა, რომ ესპანელი ჩოგბურთელის წინააღმდეგ თამაში ძალიან მოენატრა:

ალკარასის წინააღმდეგ თამაში ძალიან მენატრება. ის არის მოთამაშე და მოწინააღმდეგე, რომელიც მაიძულებს წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ ამავდროულად ყველამ ვიცით, რომ თუ გვინდა ისევ ერთმანეთს ვეთამაშოთ ფინალში უნდა გავიდეთ. ფინალისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია, რადგან ყველა მოთამაშის დამარცხება რთულია, ამიტომ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. - იანიკ სინერი

შეგახსენებთ, რომ ATP ტურში კარლოს ალკარასი იანიკ სინერს 16-ჯერ შეხვედრია, აქედან 10-ჯერ ესპანელმა გაიმარჯვა, ხოლო 6 მოგება იტალიელს დარჩა. ბოლოს მათი დაპირისპირება 2025 Nitto ATP Finals-ში შედგა, რომელიც იანიკ სინერმა მოიგო.

აღსანიშნავია, რომ კარლოს ალკარასს მონტე კარლოს მასტერსის ტიტული დასაცავი აქვს.

ამჯერად კარლოს ალკარასს 13,590 ქულა აქვს და მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია, იანიკ სინერს კი 12,400 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები