Belive

ქართველების ბრწყინვალე სტარტი - ბაკში და ფურცელაძე 50-ქულიანი შეჯიბრის 1/8-ფინალში გავიდნენ

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელები - ალექსანდრე ბაკში და საბა ფურცელაძე, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, 50-ქულიანი ჩელენჯერის შეჯიბრში ჩაერთვნენ, სადაც ქართველებმა პირველი ეტაპი წარმატებით დაძლიეს.

26 ალექსანდრე ბაკშიმ, შეჯიბრის პირველ ნომრად განთესილი ლიეტუველი ჩოგბურთელი - რიკარდას ბერანკისი 3-სეტში: 5:7; 6:3; 6:7 დაამარცხა და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე, პოლონელ - პელივოსა და იაპონელ - ვატანაბეს შორის გამარჯვებული იქნება.

რაც შეეხება საბა ფურცელაძეს, 22 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, შეჯიბრის მე-8 ნომრად განთესილ ჩეხ ჩოგბურთელს - დომინიკ პალანს, 2-სეტში: 4:6; 4:6 აჯობა.

საბა ფურცელაძის მეტოქე, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე - მაქსიმ ჟუკოვსა და ყაზახ - ამირ ომარხანოვს შორის გამარჯვებული იქნება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საბა ფურცელაძემ კარიერაში პირველად შეძლო ჩელენჯერის დონის ტურნირზე გამარჯვების მოპოვება.

ტურნირზე, სადაც ქართველი ჩოგბურთელები იღებენ მონაწილეობას, საპრიზო თანხა 41,000 დოლარია.

სხვა სტატიები