Belive

"ცოტა გავერთოთ" - ნიკ კირიოსი როლან გაროსზე ბრუნდება

6 თვის წინ ჩოგბურთი
2 წთ

30 წლის ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა - ნიკ კიროსმა, ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2025 წლის როლან გაროსზე მონაწილეობას მიიღებს და ფრანგულ სლემზე 8-წლის შემდეგ პირველად დაბრუნდება.

მაჯისა და მუხლის ოპერაციების გამო ხანგრძლივი არყოფნის შემდეგ, ნიკ კიროსი 2025 წელს ჩოგბურთში აქტიურად დაბრუნებას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ მას 2025 წელს ჯერ მხოლოდ 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ბოლოს 13 აპრილს მაიამის მასტერსზე ითამაშა, სადაც კარენ ხაჩანოვთან დამარცხდა.

როგორც კირიოსი ამბობს, მას სურს, რომ უიმბლდონისთვის კარგ ფორმაში იყოს, ამიტომ სადაც ხელი მიუწვდება, ყველა პრესტიჟულ შეჯიბრზე მიიღებს მონაწილეობას და ეს ყველაფერი როლან გაროსით იწყება, საიდანაც შტუტგარში გადავა და ბალახის საფარის შეჯიბრებებისთვის მოემზადება.

როგორც თვითონ ავსტრალიელი ჩოგბურთელი ამბობს, მას ყველაზე მეტად არ უყვარს თიხის საფარი და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მას ამ საფარის შეჯიბრებზე იშვიათად ვხედავთ.

ასეა ტიტულებითაც - მას დიდი სლემის შეჯიბრებზე, როლან გაროსის გარდა ყველა სლემზე მინიმუმ 1/4-ფინალი აქვს ნათამაშები, ხოლო როლან გაროსზე მისი საუკეთესო შედეგი მესამე ეტაპია.

კირიოსმა დაადასტურა, რომ იგი არ არის დარწმუნებული, რომ ერთეულთა თანრიგში ითამაშებს, თუმცა დადასტურებულია, რომ იგი წყვილებში ავსტრალიელ პარტიონრთან - ჟორდან ტომპსონთან ერთად გავა როლან გაროსის კორტებზე.

"თიხის საფარზე თამაში არასდროს არ დამიგეგმავს, მაგრამ წელს კარგი იქნება როლან გაროსზე თამაში, რადგან ცოტას გავერთობი, თანაც ავსტრალიელი პარტნიორი და ჩემი მეგობარი მეყოლება წყვილებში და ეს დიდ მოტივაციას მაძლევს" - ნიკ კირიოსი

შეგახსენებთ, რომ ნიკ კირიოსმა წყვილთა თანრიგში 2022 წელს ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. იგი წყვილებში ავსტრალიელ - თანასი კოკინაკისთან ერთად თამაშობდა.

სხვა სტატიები