Belive

პირველი მოგება 125-ქულიან შეჯიბრზე - საბა ფურცელაძე 1/8-ფინალშია!

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ჩინეთის ქალაქი ჰანგჟოუ ბინჯიანი ჩელენჯერის 125-ქულიან შეჯიბრს მასპინძლობს, რომლის საპრიზო ფონდიც 164,000 აშშ დოლარია.

ამ შეჯიბში მონაწილეობას საქართველოს #2 ჩოგანი, 23 წლის საბა ფურცელაძე იღებს, რომელიც ასპარეზობაში 1/16-ფინალიდან ჩაერთო და პირველ ეტაპზე ჩინელ - ხინ დაო ჩენგს შეხვდა. 1 საათისა და 20 წუთის შემდეგ. მატჩი ქართველის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

საბა ფურცელაძემ ჩინელი მეტოქე 6:3; 6:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე. 1/8-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე, მსოფლიოს 110-ე ჩოგანი, ბრიტანელი - ბილი ჰარისი იქნება, რომელიც შეჯიბრის მე-3 ნომრად არის განთესილი.

ქართულ-ბრიტანული დაპირისპირება 16 ოქტომბერს, დილის 06:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები