კარლოს ალკარასი: "2024 წელს ყველაზე მეტად ილია თოფურიამ შთამაგონა"
1 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ცნობილმა ჟურნალმა Vogue-მ რეიტინგის სათავეში მყოფ რვა ჩპგბურთელთან ინტერვიუები ჩაწერა. აქედან ერთ-ერთი კარლოს ალკარასი იყო, რომელსაც მისი ინსპირაციის შესახებ ჰკითხეს. ახლაგზარდა სპორტმენმა კი მის მთავარ შთაგონების წყაროდ ილია თოფურია დაასახელა.
- არის ვინმე ან რამე, ჩოგბურთის მიღმა - მომღერალი, ჯგუფი, ავტორი, პოეტი, ფსიქოლოგი, ვინც წელს შთაგაგონა?
- რთული კითხვაა მაგრამ, თოფურიას ვიტყვი. ილია თოფურიამ ყველაზე მეტად შთამაგონა. - ამობს კარლოს ალკარასი
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ 2024 წელს ჩემპიონის ქამრის მოპოვება და შემდეგ მისი დაცვაც მოახრეხა. ეს უკანასკნელი "მატადორმა" მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გააკეთა.