ფედერერი მილიარდერი აღარ არის | ლეგენდის ბიზნესმა მძიმე დარტყმა მიიღო
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა, როჯერ ფედერერმა, კორტზე მოპოვებული აღიარება და ტიტულები კარიერის დასრულების შემდეგ უზარმაზარ ბიზნეს იმპერიად აქცია. იგი მოდის ბრენდების თანამფლობელი გახდა და სპორტსმენთა სააგენტოც დააფუძნა, თუმცა, როგორც გამოცემა 'Sport' იუწყება, მაესტრომ მილიარდერის სტატუსი დაკარგა.
ამის მიზეზი შვეიცარიული სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ბრენდ 'On Holding'-ის აქციების მკვეთრი ვარდნა გახდა, რომელშიც ფედერერი 2.5%-იან წილს ფლობს.
2019 წლიდან, მას შემდეგ რაც როჯერი კომპანიას პარტნიორი გახდა, 'On' მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინვესტიცია იყო. მან არა მხოლოდ კაპიტალი ჩადო, არამედ დიზაინის შექმნაშიც იღებდა მონაწილეობას და ცნობილი 'The Roger'-ის ხაზიც გამოუშვა. ერთ დროს მისი წილი კომპანიაში 500 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა, თუმცა მოსალოდნელზე დაბალი ფინანსური შედეგების გამო, ბრენდის აქციები ერთ დღეში 19%-ით დაეცა.
Roger Federer Is No Longer A Billionaire After Sneaker Brand Shares Slumphttps://t.co/tQ7DkUORI4 pic.twitter.com/54Zug25z4L
— Forbes (@Forbes) August 11, 2026
მიუხედავად იმისა, რომ 'On Holding'-ი ფედერერის ყველაზე ღირებულ ინვესტიციას წარმოადგენს, მისი სიმდიდრის ძირითადი ნაწილი სპონსორებიდან მოდის.
Forbes-ის მონაცემებით, ამ ერთადერთმა ვარდნამ ფედერერის წილის ღირებულება 52 მილიონზე მეტი დოლარით შეამცირა, რის გამოც მისი ჯამური ქონება 1.1 მილიარდიდან დაახლოებით 952 მილიონ დოლარამდე შემცირდა.