Belive

პირველად კარიერაში 500-ქულიანი ტურნირი მოიგო - შაპოვალოვის ტრიუმფი დალასში

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

25 წლის კანადელმა ჩოგბურთელმა - დენის შაპოვალოვმა, კარიერაში მესამე ტიტული მოიგო, ხოლო 500-ქულიან ტურნირზე ჩემპიონობა პირველად მოიპოვა.

შაპოვალოვი ძალიან ტრავმიანი და არაპროგნოზირებადი ჩოგბურთელია, მას ტრავმების გამო ყოველწლიურად თითქმის ნახევარი წელიწადი უცდება ხოლმე, შესაბამისად მისი წარმატება და ტურნირის მოგება მისივე ფიზიკური კონდიციისთვისა და თავდაჯერებულობისთვის ბრწყინვალე იყო.

25 წლის კანადელმა, დალასის 500-ქულიან შეჯიბრზე ჩემპიონობისთვის შემდეგი ბადე გაიარა:

  • 1/16-ფინალი | მიომირ კეჩმანოვიჩი (სერბეთი)

  • 1/8-ფინალი | ტეილორ ფრიცი (აშშ)

  • 1/4-ფინალი | ტომას მაჩაკი (ჩეხეთი)

  • 1/2-ფინალი | ტომ პოლი (აშშ)

  • ფინალი | კასპერ რუდი (ნორვეგია)

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დენის შაპოვალოვისთვის ეს გამარჯვება კარიერაში ყველაზე დიდი წარმატებაა. მას აქამდე 2-ჯერ ჰქონდა ATP ტურში გამარჯვება მოპოვებული, თუმცა ორივე შეჯიბრი 250-ქულიანი იყო. დენისმა პირველი ტიტული 2019 წელს სტოკჰოლმში მოიპოვა, 2024 წელს კი ბელგრადში იმარჯვა.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დენის შაპოვალოვი პირველი მოთამაშეა ნიკ კირიოსის (აკაპულკო 2019) შემდეგ, რომელმაც სამი TOP 10 მოთამაშე დაამარცხა 500-ქულიანი ტურნირის ტიტულისკენ მიმავალ გზაზე.

სხვა სტატიები