ფედერერი და ნადალი საზოგადოებას რჩეულ სერიალებსა და ფილმებს უზიარებენ
4 წლის წინ
ჩოგბურთი
3 წთ
დაკარგულები / Lost

გაქცევა / Prison break

შვეიცარიელი მაესტროს თქმით მის მიერ გამოყოფილი ორივე სერიალის ტელე-ეკრანიზაცია იდენტურ დროს მოხდა (დაკარგულები 2004, გაქცევა 2005), რის გამოც მისი "გული და ყურადღება ორად გაიყო", განსხვავებით საზოგადოების დიდი ნაწილისაგან, რომელიც აღნიშნულ სერიალებს შორის, რატომღაც რომელიმე ერთს ირჩევდა. რაც შეეხება როჯერის საყვარელ ფილმს, ამ შემთხვევაში მან ერთი კონკრეტული მათგანი დაასახელა.
ჭკვიანი უილ ჰანტინგი / Good Will Hunting

"ეს არის ფილმი, რომელმაც ჩემზე საკმაოდ დიდი და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ვფიქრობ ჭკვიანი უილ ჰანტინგი ყველამ უნდა ნახოს", - აცხადებს ფედერერი.როჯერ ფედერერის მსგავსად რაფაელ ნადალმაც ფავორიტად ორი სერიალი დაასახელა, თუმცა მან უპირობოდ გამოჰყო ერთ-ერთი მათგანი.
სამეფო კარის თამაშები / Game of Thrones

"სამეფო კარის თამაშების ერთ-ერთი ყველაზე დიდი "ფანი" საკუთარი თავი მგონია, მეტსაც გეტყვით, ჩემი სურვილია, რომ ვესტეროსის მმართველი მე გახლდეთ", - აცხადებს ნადალი.
ნარკოსი / Narcos

რაც შეეხება საყვარელ ფილმს, ამ შემთხვევაში ესპანელმა მატადორმა, განსხვავებით ფედერერისაგან, ერთის ნაცვლად ორი "შედევრი" დაასახელა.
გლადიატორი / Gladiator

ნათლია / The Godfather

"გლადიატორიც და ნათლიაც კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფილმებად მიმაჩნია. მიხარია, რომ ეს არამხოლოდ ჩემი აზრია და კინემატოგრაფიის ისტორიაში მათ უდიდესი კვალი დატოვეს", - განაცხადა ნადალმა.ამრიგად, ასეთია როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის რჩეული ფილმებისა და სერიალების ნაკრები. აღსანიშნავია, რომ სპორტული კუთხით თავისუფალ პერიოდში ფედერერი და ნადალი ერთმანეთს "ინსტაგრამის ლაივის" საშუალებით ესაუბრებიან, სადაც არაერთ საინტერესო თემას განიხილავენ.