ბასილაშვილი კორტს უბრუნდება - ქართველი იტალიაში იასპარეზებს
საქართველოს #1 ჩოგბურთლი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, თვენახევრიანი პაუზის შემდეგ, კორტს უბრუნდება და იტალიაში, კერძოდ კი კალიარის თიხის საფარიან შეჯიბრზე მიიღებს მონაწილეობას.
ბასილაშვილი ასპარეზობას 1/16-ფინალიდან დაიწყებს ასპარეზობას, სადაც მისი მეტოქე, ძალიან გამოცდილი ავსტრალიელი - თანასი კოკინაკისი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი, იტალიელებს – მარკო ჩეკინატოსა და ფრანჩესკო პასაროს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
27 წლის ავსტრალიელ კოკინაკისსა და 31 წლის ქართველ - ნიკოლოზ ბასილაშვილს, თიხის საფარზე ერთმანეთის 2 მატჩი აქვთ ნათამაშები, საიდანაც ორივეჯერ გამარჯვებული ავსტრალიელი ჩოგბურთელი დარჩა.
კოკინაკისისა და ბასილაშვილის დაპირისპირება 2 მაისს, თბილისის დროით 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლო 20 მარტს, მიამის მასტერსზე ითამაშა, სადაც ბრაზილიელ ჩოგბურთელთან - ფელიპე მელიგენ ალვეშთან სამსეტიან დაპირისპირებაში დამარცხდა.