Belive

სოლიდური თანხა და დიდი წინსვლა | ბოლქვაძის მონაგარი უიმბლდონზე გამარჯვებით

23 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა - მარიამ ბოლქვაძემ, რომელიც უიმბლდონის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად ასპარეზობს, პირველი და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ქართულ-ავსტრალიული დაპირისპირება 2 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა.

მან 33 წლის უძლიერეს ავსტრალიელ ჩოგბურთელს, აილა ტომლიანოვიჩის 3 სეტში (6:2, 2:6, 6:4) მოუგო და უიმბლდონის მეორე წრეში გავიდა.

აღსანისნავია ის ფაქტი, რომ მის ავსტრალიელ მეტოქეს უიმბლდონის ტურნირი განსაკუთრებით უყვარს, სადაც მან 2021 და 2022 წლებში ამ უდიდესი შეჯიბრის 1/4-ფინალში მიჯრით ორჯერ ითამაშა.

  • ამ გამარჯვებით 28 წლის ქართველმა 70 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მსოფლიოს ლაივ რეიტინგში 165 პოზიციით დაწინაურდა, შესაბამისად ცოცხალ ცხრილში მსოფლიოს 380-ე ჩოგანია.

  • ასევე ამ ისტორიული გამარჯვებით, მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის დიდ სლემზე £126,000 ფუნტი გამოიმუშავა.

28 წლის ქართველის მეტოქე უიმლდონის მეორე ტურში, მსოფლიოს 101-ე ჩოგანი, ამერიკელი - აშლინ კრუგერი იქნება, რომელმაც თავის მხრივ მსოფლიოს 34-ე ჩოგანს, ხორვატ - დონა ვეკიჩს 3-სეტში სძლია.