Belive

პარიზის მასტერსზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს 25-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსზე ასპარეზობას ფრანგ ადრიან მანარინოსთან (50) დაპირისპირებით იწყებს. ნიკოლოზი მეტოქეს აქამდე ერთხელ, სოფიაში შეხვდა (2017 წელს), სადაც 2 სეტში იმარჯვა. მოგების შემთხვევაში, ქართველი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე გაელ მონფილსსა (7) და მიომირ კეცმანოვიჩს (73) შორის გამარჯვებული იქნება. ბასილაშვილი პირველ მატჩს ორშაბათს, პირველ ნოემბერს გამართავს. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი დანილ მედვედევია, რომელმაც შარშან ფინალში ალექსანდრ ზვერევი დაამარცხა.


სხვა სტატიები