ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის ტურნირს გამოეთიშა
1 კვირის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაის 500-ქულიანი ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2-ფინალში დამარცხდა. ბასილაშვილი, რომელიც ამჟამად ATP-ს რეიტინგში 136-ე ნომერია, ყაზახ მსოფლიო რეიტინგის 79-ე ნომერ ალექსანდარ შევჩენკოსთან 2 სეტში დამარცხდა (6:7 (1:7), 4:6). მატჩი 1:18 საათი მიმდინარეობდა.
დუბაის ტურნირი როგორც უკვე ვთქვით 500-ქულიანია და საპრიზო ფონდი 3,311,005 მილიონი დოლარია. ტურნირზე საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება: პირველ ნომრად ფელიქს ოჟე-ალიასიამია განთესილი, მეორე ნომრად ალექსანდრ ბუბლიკი, შემდეგ მოდის დანიილ მედვედევი, ჯეკ დრეიპერი და ანდრეი რუბლევი.
ასევე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის 2026 წელი ცუდად დაიწყო, ქართველმა ჩოგბურთელმა მიმდინარე წელს 8 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 7-ში დამარცხდა.