Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

1 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ში მიმდინარე ტურნირზე, კერძოდ ფინიქსის ჩელენჯერზე ასპარეზობა დაიწყო, 33 წლის ქართველი ჩოგბურთელი ძირითად ბადეში მონაწილეობას საკვალიფიკაციოდან შეეცდება. ნიკოლოზმა პირველი შეხვედრა, რომელიც 1/2-ფინალური იყო ფრანგ ტერენს ატმანთან ჩაატარა, პირველი სეტი ბასილაშვილმა 4:6 მოიგო, მეორე 6:4 დათმო, ხოლო ბოლო გადამწყვეტი სეტი კვლავ 4:6 მოიგო. მატჩი 1:56 საათი მიმდინარეობდა.

ქართველი ჩოგბურთელი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს, სადაც იაპონელ ტარო დენიელს შეხვდება, დაპირისპირება დღეს 22:30 საათზეა ჩანიშნული.

ფინიქსის ჩელენჯერი 175-ქულიანია და საპრიზო თანხა 250 00 აშშ დოლარია.

სხვა სტატიები