Belive

პარიზის მასტერსის ყველა 1/4-ფინალისტის ვინაობა ცნობილია | ჯოკოვიჩს მძიმე მატჩი გამოუვიდა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ჩოგბურთში პარიზის "მასტერსის" ყველა 1/4-ფინალისტის ვინაობა ცნობილია. სტეფანოს ციციპასმა მძიმე პირველი სეტის შემდეგ ალექსანდრ ზვერევი 2 სეტში (7:6, 6:4) დაამარცხა, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის მარტივი მეტოქე არ გამოდგა ტალონ გრიკსპოორი, სერბმა პირველი სეტი 4:6 დათმო, მეორე სეტში ტაი-ბრეიკზე 7:6 გაიმარჯვა, მესამე სეტში კი 6:4 მოიგო და საბოლოოდ 2 საათიან და 40 წუთიან შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩი შემდეგ ეტაპზე გავიდა.

სხვა შეხვედრებს რაც შეეხება ალტმაიერი რუნესთან 0:2 დამარცხდა. გრიგორ დიმიტროვმა ალექსანდერ ბუბლიკს 0:2 მოუგო, ასევე 0:2 მოიგო რუბლევმა ვან დე ზანდშულპის წინააღმდეგ. ხაჩანოვმა საფიულინი 2:1 დაამარცხა, პოლონელმა ჰურკაჩმა ჩერუნდოლოს ორ სეტში სძლია. სინერი კი დე მინორთან მატჩს ჩაეხსნა და შემდეგ ეტაპზე ავსტრალიელი ჩოგბურთელი გავიდა.

საბოლოოდ მეოთხედფინალები ასე გამოიყურება.

სხვა სტატიები