Belive

ოფიციალურად: ნიკ კირიოსი უიმბლდონს ტრავმის გამო მოეხსნა

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

2022 წლის უიმბლდონის ვიცე-ჩემპიონი - ნიკ კირიოსი, მაჯის ტრავმის გამო 2023 წლის უიმბლდონს მოეხსნა.

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ძალიან სამწუხაროა იმის თქმა, რომ წელს უიმბლდონიდან უნდა მოვეხსნა“, - დაწერა 28 წლის ფეხბურთელმა ინსტაგრამზე.

ყველანაირად ვცდილობდი, ოპერაციის შემდეგ მზად ვყოფილიყავი და კვლავ მეასპარეზა უიმბლდონის კორტებზე.

ჩემი დაბრუნების დროს, მე განვიცადე გარკვეული ტკივილი მაჯის არეში. სიფრთხილის მიზნით გავიკეთე სკანირება და აღმოჩნდა, რომ ტრავმა კვლავ გამიმწვავდა, რის გამოც შეჯიბრის გამოტოვება მომიწია...

ყველაფერი ჩავდე და გავაკეთე იმისათვის, რომ ისეთი დიდებული შეჯიბრი, როგორიც უიმბლდონია, არ გამომეტოვებინა, თუმცა უძლური ვარ..."

შეგახსენებთ, რომ ნიკ კირიოსს 2023 წელს მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩატარებული შტუტგარტის შეჯიბრზე, თუმცა იქაც მძიმე ტრავმის გამო მატჩი 0:2 დათმო.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 28 წლის ავსტრალიელი ჩოგბურთელი, 2022 წლის უიმბლდონის ფინალისტია, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა.

სხვა სტატიები