2/2 მოგება | სინერის არანორმალური სტატისტიკა ATP Finals-ზე
2025 წლის შემაჯამებელი ტურნირი ტურინში ტრადიციული ფინალით - იანიკ სინერისა და კარლოს ალკარასის დაპირისპირებით დასრულდა, სადაც 2-სეტიან დაპირისპირებაში გამარჯვება იტალიელს დარჩა - იანიკ სინერი 2025 წლის Nitto ATP Finals-ის ჩემპიონია.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 24 წლის იტალიელმა შემაჯამებელი ტურნირის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო და ამ მატჩით, 2025 წლის საჩოგბურთი სეზონი ოფიციალურად დაიხურა.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ იტალიელი, ჩოგბურთის ისტორიას თავიდან წერს - მან საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა, კერძოდ, 1987 წლიდან მოყოლებული 2023 წლამდე, ამ ტურნირს ვერცერთი ჩოგბურთელი ვერ იგებდა ისე, რომ სეტი არ წაეგოთ, იანიკ სინერმა კი ზედიზედ მეორედ შეძლო ამ ტურნირის სეტწაუგებლად მოგება.
🏆 BACK-TO-BACK ATP FINALS TITLES FOR SINNER! 🏆
— Sportskeeda Tennis (@SK__Tennis) November 16, 2025
The first man in history to do it WITHOUT dropping a set. 🔥
He extends his indoor hard-court winning streak to 31. 💪
✅ 6th title of 2025
✅ 24th career title
FORZA! 🇮🇹💥#NittoATPFinals #JannikSinner #CarlosAlcaraz pic.twitter.com/YAe9BBi70A
Flawless in Turin 😳@janniksin #NittoATPFinals pic.twitter.com/z6FPXJZZrP
— Tennis TV (@TennisTV) November 16, 2025
ასევე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ იანიკ სინერმა 2025 წლის ბოლო შეჯიბრი მოიგო, თუმცა სეზონსა და 2025 წელს, მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომრად კარლოს ალკარასი დაასრულებს.
24 წლის იტალიელმა 2025 წელს შემდეგი ტიტულები მოიგო.
ავსტრალიის ღია პირველობა
უიმბლდონი
პეკინის 500-ქულიანი ტურნირი
ვენის 500-ქულიანი ტურნირი
პარიზის მასტერსი
წლის შემაჯამებელი ტურნირი