Belive

ოფიციალურად | ნიკ კირიოსი ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

2022 წლის ამერიკის ღია პირველობის 1/4-ფინალისტი - ნიკ კირიოსი, მაჯის ტრავმის გამო 2023 წლის ამერიკის ღია პირველობას მოეხსნა.

სწორედ მაჯის ტრავმის გამო, ნიკ კიორისი უკვე 2 თვეზე მეტია ჩოგბურთს ვეღარ თამაშობს. ხელის არეში მიღებული მძიმე დაზიანებით, ნიკ კირიოსმა 2023 წლის უიმბლდონიც გამოტოვა, რომლის ვიცე-ჩემპიონიც იყო. 

ნიკ კირიოსი 2022 წლის ამერიკის ღია პირველობაზე 1/4-ფინალში, რუს - კარენ ხაჩანოვთან 5-სეტიან ტრილეში, 5:7; 6:4; 5:7; 7:6; 4:6 დამარცხდა. 

ამერიკის ღია პირველობის გამოტოვების გამო, ნიკ კირიოსს 360 სარეიტინგო ქულა დააკლდება. უიმბლდონზე კი მას 1200 სარეიტინგო ქულა დააკლდა, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ავსტრალიელი უნიჭერესი ჩოგბურთელი კორტს დაუბრუნდება, იგი რეიტინგში საკამოდ დაქვეითებული იქნება და დიდი ალბათბით 100-ეულს მიღმა დარჩება. 

ამერიკის ღია პირველობა 28 აგვისტოს დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება. ასევე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული, ესპანელი - კარლოს ალკარასია. 

სხვა სტატიები