ქართველი გოგონები უიმბლდონზე | ბოლქვაძე და გორგოძე მეორე წრეში გავიდნენ
ქართველმა გოგონებმა - ეკატერინე გორგოძემ და მარიამ ბოლქვაძემ, უიმბლდონზე ასპარეზობა დაიწყეს და კვალიფიკაციის პირველი ეტაპი წარმატებით დაძლიეს.
ორივე ქართველმა ქალმა მოიგო, ეკო გორგოძემ კვალიფიკაციის პირველ რაუნდში, ჩეხ - ველდუნა ვალდამაროვას 2 სეტში: 6:2; 7:6 მოუგო და მეორე რაუნდში გავიდა, სადაც ფრანგი მეტოქე, ლეოლია ჟანჟანი ეყოლება.
რაც შეეხება მარიამ ბოლქვაძეს, მარიამმაც წარმატებით დაიწყო უიმბლდონის კვალიფიკაციაზე ასპარეზობა და პირველ წრეში, ავსტრიელი, მე-12 ნომრად განთესილი იულია გრაბჰერი 2 სეტში: 4:6; 6:7 დაამარცხა. ბოლქვაძე მეორე რაუნდში გავიდა, სადაც იაპონელ - ჰაიუ კინოშიტას შეხვდება.
ორივე ქართველი მატჩი 24 ივნისს 20:00 საათიდან არის ჩანიშნული, თუმცა ლონდონში წვიმაა, რის გამოც მატჩები დროებით გადაიდო და ჯერ ჯერობით უცნობია, თუ როდის ჩაატარებენ ქართველები საკუთარ თამაშებს.