Belive

ოფიციალურად | იანიკ სინერი მსოფლიოს პირველი ნომერია

6 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

როლან გაროსის პარალელურად, ჩოგბურთის რეიტინგში დიდი ცვლილებებია.

მსოფლიოს პირველი ნომრობა დაკარგა ნოვაკ ჯოკოვიჩმა, რომელმაც ტიტულის დაცვა ტრავმის გამო ვერ შეძლო და შეჯიბრს 1/4-ფინალიდან მოეხსნა, შესაბამისად როლან გაროსის პირველი ნახევარფინალისტი, ნორვეგიელი - კასპერ რუდია.

ჯოკოვიჩმა შეჯიბრიდან მოხსნის შემდეგ, მსოფლიო რეიტინგში 1600 სარეიტინგო ქულა დაკარგა, იანიკ სინერი კი ნახევარფინალში გავიდა და 755 სარეიტინგო ქულა დაიმატა, შესაბამისად, მსოფლიოს პირველი ნომერი 22 წლის იანიკ სინერი გახდა.

ამ წამის მონაცემებით, ნოვაკ ჯოკოვიჩის ანგარიშზე 8360 ქულაა, იანიკ სინერი კი 9525 ქულით მსოფლიოს პირველი ნომერია.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 22 წლის იტალიელი, როლან გაროსის მიმდინარე სლემზე, ნახევარფინალში კარლოს ალკარასს შეხვდება, მისი დამარცხების შემთხვევაში 10 025 ქულას დააგროვებს, ხოლო ტურნირის მოგებისას, მსოფლიო რეიტინგში 10 725 ქულას დააგროვებს.

იანიკ სინერისა და კარლოს ალკარასის დაპირისპირება 7 ივნისს, თბილისის დროით 16:30 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები