დიდი სენსაცია US OPEN-ზე - კარლოს ალკარასი სამ სეტში დამარცხდა
21 წლის ესპანელი ჩოგბურთელი, 4-გზის სლემის გამარჯვებული - კარლოს ალკარასი, 2024 წლის US OPEN-ს 1/32-ფინალიდან სენსაციურად გამოეთიშა.
ჩოგბურთის ამომავალი და უკვე შემდგარი ვარსკვლავი კარლოს ალკარასი ნიდერლანდელმა ჩოგბურთელმა - ბოთიკ ვან დე ზანდშულპმა 3 სეტში - 1:6; 5:7; 4:6 დაამარცხა.
BOTIC VAN DE ZAND-STUNNER pic.twitter.com/3z1U95zJhP
— US Open Tennis (@usopen) August 30, 2024
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მას შემდეგ რაც კარლოს ალკრასი სლემის ტურნირებზე გამოჩნდა და ძალიან ძლიერ ჩოგბურთელად ჩამოყალიბდა, მას შემდეგ ეს მისი პირველი სენსაციური მარცხია დიდი სლემის ტურნირებზე.
კარლოს ალკარასმა მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ პარიზის ოლიმპიადის ფინალის წაგების შემდეგ, რთულია იმ მდგომარეობიდან გამოსვლა და ფსიქოლოგიური ტრავმა აქვს, რომლის მოგვარებაზეც ფსიქოლოგთან ერთად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ კარლოს ალკარასი US OPEN-ის 2022 წლის ჩემპიონია.