კარლოს ალკარასი უიმბლდონის ფინალში იასპარეზებს
5 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
დღეს უიმბლდონის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს დანილ მედვედევი და კარლოს ალკარასი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 2:59 საათი მიმდინარეობდა და ყველაფერი 4 სეტში გადაწყდა.
პირველი სეტი დანილმა ტაი-ბრეიკში მოიგო 7:6 (7:1), მეორე სეტი ესპანელმა 3:6, მესამე 4:6, ხოლო უკანასკნელი მეოთხე სეტი ასევე 4:6 დასრულდა და მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი 2024 წლის უიმბლდონის ფინალში გავიდა.
The title defence rolls on 💪
— Wimbledon (@Wimbledon) July 12, 2024
Carlos Alcaraz defeats Daniil Medvedev 6-7(1), 6-3, 6-4, 6-4#Wimbledon pic.twitter.com/gPS9G6sDaa
ფინალში კარლოს ალკარასს ლორენცო მუსეტსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის გამარჯვებული შეხვდება, მეორე 1/2-ფინალური შეხვედრა დღეს 20:00 საათზეა დაგეგმილი.