Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავისივე რეკორდები გააუმჯობესა

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის პირველ შეხვედრაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა (1) ჰოლგერ რუნე (10) სამ სეტში, ანგარიშით 7:6, 6:7, 6:3 დაამარცხა.

ამ მოგების წყალობით, სერბმა ჩოგბურთელმა სეზონის ბოლო რეიტინგში პირველი ადგილი გაინაღდა.

ნოვაკი რეიტინგის პირველ პოზიციაზე წელს კარიერაში მერვედ დაასრულებს, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ჯოკოვიჩმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა (ამ მხრივ მეორე ადგილს პიტ სამპრასი იკავებს - 6 წელი, მესამე პოზიციაზე კი, როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და ჯიმი კონორსი არიან - 5-5 წელი).

გარდა ამისა, ნოვაკი ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელია მათ შორის, ვინც სეზონს პირველ ნომრად დაამთავრებს, სერბმა ამ შემთხვევაშიც თავისივე რეკორდი მოხსნა.

ჯოკოვიჩი მომავალ შეხვედრას ხვალ, 00:00 საათზე, იანიკ სინერის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები