Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩმა უნიკალური რეკორდი დაამყარა

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

შანხაის მასტერსის 1/4-ფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზიზუ ბერგსი 2 სეტში (6:3, 7:5) დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ბერგსის ბარიერის დაძლევის შემდეგ, სერბმა ჩოგბურთელმა უნიკალური რეკორდი დაამყარა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელიც ATP Masters-ის 1000-იანი ტურნირების ნახევარფინალში მე-80-დ ითამაშებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელიც 1000-იანი ტურნირის 1/2-ფინალში ითამაშებს.

ჯოკოვიჩი პრესტიჟული ტურნირის 1/2-ფინალში მონაკოელ ვალენტინ ვაშეროს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები