Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსი მეშვიდედ მოიგო

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

პარიზის მასტერსის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, გრიგორ დიმიტროვი (17) ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:3 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული კარიერაში მეშვიდედ გახდა.

ფინალური შეხვედრა 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

დღევანდელი გამარჯვებით ჯოკოვიჩმა 1000 სარეიტინგო ქულა და 892 590 ევრო გამოიმუშავა, დიმიტროვმა კი 600 ქულა და 487 420 ევრო მიიღო.

სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში გასვლამდე, ტომას მარტინ ეტჩევერის, ტალონ გრიკსპორს, ჰოლგერ რუნესა და ანდრეი რუბლიოვს მოუგო.

ნოვაკმა კარიერის განმავლობაში მე-40 მასტერსი მოიგო, რაც აბსოლუტური რეკორდია. ამ მხრივ მეორე ადგილს 36 ტიტულით რაფაელ ნადალი იკავებს.

სხვა სტატიები