Belive

ჩოგბურთის ბადეები ცნობილია | მეორე რაუნდში შესაძლოა ისტორიული დაპირისპირება ვიხილოთ

5 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

პარიზის ოლიმპიადაზე ჩოგბურთი სტარტს 27 ივლისს აიღებს და 4 აგვისტოს დასრულდება.

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე, ჩოგბურთი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სანახავი იქნება, რადგან ეს შეჯიბრი ბოლოა რამდენიმე ლეგენდარული ჩოგბურთელისთვის: ენდი მარი, რაფა ნადალისა და შესაძლოა ნოვაკ ჯოკოვიჩისთვისაც, თუმცა ჯოკოვიჩს ეს ფაქტი ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, დანარჩენმა ორმა კი თქვა, რომ ეს მათ კარიერაში ერთ-ერთი ბოლო შეჯიბრია.

სულ ახლახანს კი გაირკვა საშეჯიბრო ბადეები - გთავაზობთ მსოფლიო ჩოგბურთის ვარსკვლავების საშეჯიბრო ბადეებსა და პოტენციურ მეტოქეებს.

  • ნოვაკ ჯოკოვიჩი ასპარეზობას, ავსტრალიელ - მეთიუ ებდენთან იწყებს.

  • რაფა ნადალი კი თავის ბოლო ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას, უნგრელ - მარტონ ფუქსოვიჩთან დაიწყებს, მისი დამარცხების შემთხვევაში კი მეორე რაუნდში ლეგენდარულ და ისტორიულ დაპირისპირებას ვიხილავთ (ჯოკოვიჩი - ნადალი).

  • მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ალექსანდ ზვერევი, პირველ ეტაპზე, ესპანელ - ხაუმე მუნარს შეხვდება.

  • უიმბლდონის ზედიზედ 2-გზის გამარჯვებული - კარლოს ალკარასი, პირველ ეტაპზე ლიბანელ - ჰადი ჰაბიბს დაუპირისპირდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩოგბურთში, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, გერმანელი - ალექსანდრ ზვერევია, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში, რუსი - კარენ ხაჩანოვი 2 სეტში: 6:3; 6:1 დაამარცხა.

სხვა სტატიები