Belive

ავსტრალიის ღია პირველობაზე ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი ენდი მარი იქნება

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი ავსტრალიის ღია პირველობაზე ენდი მარი იქნება. ბრიტანელმა ჩოგბურთელმა კარიერა 2024 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ დაასრულა, ახლა კი სერბ ლეგენდასთან ერთად იმუშავებს, ერთ დროს ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ახლა ერთ გუნდში გაერთიანდნენ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ეს ინფორმაცია თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

მათ ერთმანეთის წინააღმდეგ 36-ჯერ უთამაშიათ, 25 ნოვაკმა მოიგო, 11 კი ენდიმ.

ენდი მარიმ 2012 წელს ნოვაკ ჯოკოვიჩი აშშ-ს ღია პირველობაზე დაამარცხა და პირველი დიდი სლემის ტიტული მოიგო, 2013 წელს კი ბრიტანელმა უიმბლდონის ფინალში დაამარცხა სერბი ჩოგბურთელი. მესამე დიდი სლემის ტურნირი ენდიმ 2016 წელს მოიგო, როდესაც მან მილოშ რაონიჩს მოუგო.

ჯოკოვიჩი და მარი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს 2011, 2013, 2015, 2016 წლებში დაუპირისპირდნენ, სერბმა ოთხივე შემთხვევაში მოიგო.