ნოვაკ ჯოკოვიჩმა კარიერაში მე-100 ტიტული მოიგო
1 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ჟენევას 250-ქულიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა და კარიერაში მე-100 ტიტული მოიგო. ნოვაკმა ფინალში პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი ძალიან მძიმე და დაძაბულ, 3-სეტიან შეხვედრაში დაამარცხა - 7:5, 6:7 (2:7), 6:7 (2:7). მატჩი 3:08 საათი მიმდინარეობდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩს ახლა უკვე 100 ტიტული აქვს და ის მხოლოდ როჯერ ფედერერს (103) და ჯიმი კონორს (109) ჩამორჩება.
სერბი ჩოგბურთელისთვის მომდევნო ტურნირი როლან გაროსი იქნება, ის 1/64-ფინალში მაკენზი მაკდონალდს შეხვდება, მატჩი 26 მაისს გაიმართება.
100 ATP career titles for Novak Djokovic 🔥
— TNT Sports (@tntsports) May 24, 2025
He becomes only the third player, after Jimmy Connors and Roger Federer, to reach this milestone in the Open era after winning the Geneva Open. 🤩 pic.twitter.com/YzxcY1R4ys