კვლავ სეტის წაუგებლად - ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მომდევნო ეტაპზეა
ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ნიდერლანდელი ბოტიჩ ვან დე ზანდშულპი სეტის წაუგებლად 3:0 დაამარცხა (6:3, 6:4, 7:6 (7:4)). 38 წლის სერბმა ლეგენდამ მიმდინარე წლის დიდი სლემი შესანიშნავად დაიწყო, მან უკვე მე-3 შეხვედრა ჩაატარა და არცერთში სეტიც კი არ წაუგია. დაპირისპირება 2:46 საათი მიმდინარეობდა.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა აქამდე, 1/64-ფინალში ჯერ ესპანელი პედრო მარტინესი, ხოლო 1/32-ფინალში ფრანჩესკო მაესტრელი დაამარცხა.
მომდევნო ეტაპზე ჯოკოვიჩის მეტოქე იაკუბ მენსიკსა და ითან ქუინს შორის გამარჯვებული იქნება.
Symphony No. 400 in D Major 👀💯@wwos • @espn • @tntsports • @wowowtennis • #AO26 pic.twitter.com/vaqBK3jFeN
— #AusOpen (@AustralianOpen) January 24, 2026
შეგახსენებთ, ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედი გამარჯვებული იანი სინერია, ხოლო რეკორდსმენი ნოვაკ ჯოკოვიჩია, მას აღნიშნული ტურნირი 10-ჯერ აქვს მოგებული.