Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ფინალშია

4 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

უიმბლდონის მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და ლორენცო მუსეტი დაუპირისპირდნენ. სერბმა ჩოგბურთელმა 2:48 საათიანი შეხვედრა სეტის წაუგებლად მოიგო.

პირველი სეტი ნოვაკმა 4:6, მეორე 6:7(2:7), ხოლო მესამე გადამწყვეტი სეტი 4:6 მოიგო.

სერბი ჩოგბურთელისთვის ეს მე-10 უიმბლდონის ფინალია, საიდანაც 7 მოგებული აქვს, შარშანდელი 2023 წლის უიმბლდონის ფინალი ჯოკოვიჩმა სწორედ კარლოს ალკარასთან წააგო.

უიმბლდონის ფინალური მატჩი 14 ივლისს 17 საათზეა დაგეგმილი.

სხვა სტატიები