ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის მომდევნო ეტაპზეა, სერბმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა
5 დღის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ავსტრალიის ღია პირველობის 1/32-ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩმა, პორტუგალიელი ხაიმე ფარია 3:1 დაამარცხა (6:1, 6:7 (4:7), 6:3, 6:2), მატჩი 3:01 საათი მიმდინარეობდა. სერბი ჩოგბურთელი მომდევნო ეტაპზე ჩეხ ტომას მაჩაკს შეხვდება, 1/16-ფინალური შეხვედრა 17 იანვარს გაიმართება.
ეს დაპირისპირება გამორჩეული იყო იმითაც, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა რეკორდი დაამყარა, კონკრეტულად კი სერბმა ჩოგბურთელმა ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა დიდი სლემის ტურნირებზე. ნოვაკმა 430 შეხვედრა დააგროვა, მან გადაასწრო როჯერ ფედერერს (429), მესამე ადგილს იკავებს სერენა უილიამსი (423), მეოთხეზე რაფა ნადალია (358), მეხუთეზე კი ვენუს უილიამსი (356).
Serena Williams - 423 🥉
— Tennis TV (@TennisTV) January 15, 2025
Roger Federer - 429 🥈
Novak Djokovic - 430 🥇
Age is just a number for @DjokerNole ⭐️ pic.twitter.com/VzEsEjudmp