Belive

ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსს გამოტოვებს

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

პარიზის მასტერსი, რომელიც 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდეა დაგეგმილი, სერბი ჩოგბურთელი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ტურნირზე მონაწილეობას არ მიიღებს. 37 წლის სპორტსმენმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბელგრადის ATP-ზეც არ ითამაშებდა, აქედან გამომდინარე მას სეზონის ბოლომდე კორტზე ვერ ვიხილავთ.

დიდი ალბათობით ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობაზე დაბრუნდება, რომელიც სტარტს 12 იანვარს აიღებს.

შეგახსენებთ, რომ სერბი ჩოგბურთელი პარიზის მასტერსის მოქმედი გამარჯვებულია და ასევე მას აღნიშნული ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული (7) აქვს.

სხვა სტატიები