ნოვაკ ჯოკოვიჩი ინდიან ველსის პირველივე მატჩში დამარცხდა
1 დღის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
აშშ-ში მიმდინარე ინდიან ველსის მასტერსზე სენსაცია დაფიქსირდა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველივე შეხვედრა წააგო და ტურნირს გამოეთიშა.
დიდი სლემის 24-გზის გამარჯვებული, ნიდერლანდელ, ATP რეიტინგში 85-ე ნომერ ვან დე ზანდშულპთან სამ სეტში (6:2 | 3:6 | 6:1) დამარცხდა. ნოვაკს, მთელი მატჩის განმავლობაში, 37 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.
ნოვაკმა მწვრთნელად ძველი ოპონენტი ენდი მარი აიყვანა და იმედოვნებდა, რომ ტურნირზე, რომელიც ბოლოს 2016 წელს მოიგო, შორს წავიდოდა, თუმცა იმაზე ცუდად დასრულდა, ვიდრე წინა წელს. 2024-ში ნოვაკი მესამე წრეში, ლუკა ნარდისთან გამოვარდა.
ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩემთვის ყველაფერი სხვაგვარდაა. მე ვიბრძვი, რომ სასურველ დონეზე ვითამაშო. დროდადრო მაქვს კარგი ტურნირები, თუმცა ახლა ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი გამოწვევაა.
არანაირ ტრავმაზე ან ფიზიკურ კონდიციაზე საუბარი არ მსურს - ეს უბრალოდ წაგების გამართლება იქნება, უბრალოდ ცუდად ვითამაშე. - განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა
The Moment the upset was complete 🤯@Boticvdz stuns Novak Djokovic 6-2 3-6 6-1 in Indian Wells 🤝#TennisParadise pic.twitter.com/JyXnqvmSf0
— Tennis TV (@TennisTV) March 9, 2025