ნოვაკ ჯოკოვიჩი მაიამის მასტერსის ფინალში გავიდა
მაიამის 1000-ქულიანი უძველესი მასტერსის (1990 წლიდან ტარდება) ნახევარფინალში, ნოვაკ ჯოკოვიჩმა გრიგორ დიმიტროვი 2 სეტში (6:2 | 6:3) დაამარცხა და ფინალში გავიდა. ლეგენდარულ სერბს კარიერაში 99 ტიტული აქვს და მხოლოდ ერთი აკლია 100-იან ნიშნულამდე, ფინალის მოგების შემთხვევაში, ის რეკორდულად, მეშვიდედ გახდება მაიამის მასტერსის გამარჯვებული.
აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩმა დიმიტროვს ზედიზედ მე-11 შეხვედრა მოუგო, საერთო ჯამში, მათ შორის ანგარიში კი 13:1-ია. 70-წუთიანი ბრწყინვალე თამაში ნოვაკმა ლეო მესის, ვენუს უილიამსისა და ხუან მარტინ დელ პოტროს თვალწინ ჩაატარა.
ჯოკოვიჩის ოპონენტი ჩეხ იაკუბ მენშიკსა და ტეილორ ფრიცს შორის გამარჯვებული იქნება.
Novak Djokovic: "It’s a great honor to have King Leo in the stands. I think it’s the first time I’ve played in front of Messi, and honestly, I was a little nervous.”
— All About Argentina 🛎🇦🇷 (@AlbicelesteTalk) March 28, 2025
“I am very grateful for his attendance with his family. I have always been a fan of him, as most of the world… pic.twitter.com/5ez43RBNE0