Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ციციპასი დაამარცხა და ალმათის ტურნირის ფინალშია

1 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყაზახეთში, ალმათიში მიმდინარე ATP-ს 250-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალში, ბერძენი სტეფანოს ციციპასი სამ სეტში (6:4, 6:7, 6:3) დაამარცხა და ფინალში გავიდა.

პირველ სეტში ბასილაშვილმა ერთი ბრეიკი შეასრულა და სეტის მოსაგებად ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. მეორე სეტში გამარჯვებულის გამოსავლენად ტაი ბრეიკი გახდა საჭირო, რომელიც ციციპასის გამარჯვებით დასრულდა.

გადამწყვეტი სეტი ისევ ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ, ბასილაშვილმა ტურნირის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ბასილაშვილი ATP-ის ასეულში შევიდა - ქართველმა 128-ე ადგილიდან 97-ე ადგილზე გადაინაცვლა. ფინალში ნიკოლოზის მეტოქე მედვედევსა და ბუბლიკს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები