Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის 1/2-ფინალშია

3 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

Almaty Open-ის 1/4-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს 79-ე ჩოგანი, ადრიან მანარინო 2 სეტში, ანგარიშით 6:3, 6:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. მატჩი 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

ნახევარფინალში ბასილაშვილის მეტოქე სტეფანოს ციციპასი (39) ან ჯეიმს დაქვორთი (73) იქნება.

ქართველმა ჩოგბურთელმა მიმდინარე ტურნირზე სულ 5 შეხვედრა ჩაატარა და 5-ვე სეტის წაუგებლად მოიგო.

Almaty Open-ის მოქმედი ჩემპიონი დანილ მედვედევია, რომელმაც შარშან ფინალში კორანტენ მუტე დაამარცხა.

სხვა სტატიები