Belive

ალმათის ტურნირის ფინალში ბასილაშვილი მედვედევთან დამარცხდა

20 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ალმათიში გამართულ ATP 250-ის კატეგორიის ტურნირზე (Almaty Open), დანილ მედვედევმა კარიერაში პირველად შეძლო ტიტულის წარმატებით დაცვა. ტურნირზე პირველ ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა, ალმათიში ტიტული 12 თვის წინაც მოიპოვა და ყაზახეთიდან გამარჯვებული წელსაც ბრუნდება, მან დახურული ჰარდის ტურნირის ფინალში საკვალიფიკაციოდან გასული ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, სამ სეტში (6:7, 6:1, 6:3) დაამარცხა.

34 წლის ბასილაშვილი, 2022 წლის შემდეგ პირველად გავიდა ATP-ის ტურნირის ფინალში (მაშინ მან დოჰაში რობერტო ბაუტისტა აგუტთან წააგო). ATP-ის ტურნირების ხუთგზის გამარჯვებული მიმდინარე რეიტინგში 30 პოზიციით დაწინაურდა და 98-ე ადგილზე გადაინაცვლა - შედეგად, ორშაბათს ის, 2023 წლის თებერვლის შემდეგ პირველად, მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთა ასეულში (Top 100) დაბრუნდება.

სხვა სტატიები