1 მოგება უიმბლდონის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში მსოფლიოს 125-ე ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰონგ-კონგელი მეტოქე, კოულმენ ვონგი (172) ორ სეტში, ანგარიშით 7:6, 7:6 დაამარცხა. მატჩი 1 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა.
შედეგად, ბასილაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა, სადაც არგენტინელ ხუან პაბლო ფიკოვიჩს (156) შეხვდება.
ნიკოლოზმა უიმბლდონზე ბოლოს 2022 წელს იასპარეზა და ტურნირის 1/16-ფინალში დამარცხდა.
უიმბლდონზე პირველ ნომრად განთესილი იანიკ სინერია, მეორე კარლოს ალკარასია, მესამე კი - ალექსანდერ ზვერევი.
ღია პირველობის მოქმედი ჩემპიონი კარლოს ალკარასია, რომელმაც შარშან ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუგო.