Belive

ბასილაშვილმა ავსტრალიაში ისევ მოიგო - ბოლქვაძე ბრძოლას გამოეთიშა

1 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მელბურნში წლის პირველი დიდი სლემის საწყისი ეტაპი მიმდინარეობს. ავსტრალიის ღია პირველობის კვალიფიკაციის ნახევარფინალში ორი ქართველი ჩოგბურთელი გამოდიოდა: ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე.

კაცთა ბადეში ბასილაშვილმა მეორე შეხვედრა ჩაატარა და 2 სეტში (7:5 | 6:4) მოუგო ნეიტრალური დროშის ქვეშ მოთამაშე ალიბეკ კაჩმაზოვს. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ნიკოლოზი რეიტინგის 210-ე ნომერია, ალიბეკი კი 197-ე.

ბასილაშვილი შეხვედრაში გვიან "შევიდა", მან თავიდანვე 0:3 ჩამორჩენით დაიწყო, თუმცა მეშვიდე გეიმში უკუბრეიკი შეასრულა და ამავე სეტში ორი სეტპოინტი გადაარჩინა. საბოლოოდ, პირველი სეტიც დაიტოვა და მეორეში ერთადერთი შესრულებული ბრეიკით მოიგო. ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასასვლელად ბასილაშვილს ერთი მატჩის მოგება რჩება. კვალიფიკაციის ფინალში ქართველი იტალიელ ფრანჩესკო პასაროსა და ესპანელ ხავიერ ბარანკო კოსანოს შორის მოგებულს შეხვდება.

სამწუხაროდ, კვალიფიკაციის მეოორე თამაშში დამარცხდა მარიამ ბოლქვაძე. მან ორ სეტში წააგო ფრანგ სელენა იანიჩევიჩთან (4:6 | 2:6).

სხვა სტატიები