Belive

დიდი წინსვლის შემდეგ ბასილაშვილი ნეაპოლის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას

1 თვის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანეთში, ქალაქ მურსიის გრუნტის საფარზე, ჩელენჯერის ფინალი წააგო. ქართველი ჩოგბურთელისთვის ეს კარიერაში მეხუთე წაგებული ფინალია. მეექვსე ტიტულის მოპოვებასთან კი ძალიან ახლოს იყო.

მიუხედავად ფინალში მარცხისა, ნიკოლოზმა ტურნირი ATP რეიტინგის 1086-ე ადგილზე დაიწყო, ახლა კი 501 საფეხურით წინ წაიწია და 585-ე ადგილზე იმყოფება.

შემდეგი შეჯიბრი, სადაც ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას ნეაპოლში გაიმართება და კვლავ თიხის საფარზე. ნეაპოლის ჩელენჯერის საპრიზო ფონდი €148 625 ევროს შეადგენს, ხოლი შეჯიბრის გამარჯვებული 125 სარეიტინგო ქულას მიიღებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნეაპოლის ტურნირის ძირითად ბადეშია და ასპარეზობას 1/16-ფინალიდან იწყებს, სადაც პირველ ეტაპზე მისი მეტოქე, ტუნისელი - აზიზ დუგაზი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის 233-ე ჩოგანია.

ქართულ-ტუნისური დაპირისპირება 26 მარტს, თბილისის დროით 13:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები