Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის განცხადება

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდეს.| სულ ცოტა ხნის წინ კი, ნიკოლოზის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ, საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა. "ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე, ორი დღით ადრე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე. დღეს, მედია საშუალებებით, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინაღმდეგ, მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა, რაზეც, გვსურს, მცირე განმარტება გავაკეთოთ: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი, ბასილაშვილის წინაღმდეგ “ბრალის დამძიმების” შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში, ბასილაშვილის წინააღმდეგ, ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა. რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე, წაყენებული ბრალის მოხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა, 2 წლამდე შემცირდა. შესაბამისად, გაურკვეველია რას გულისხმობენ, ბრალის დამძიმებაში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატები. რაც შეეხება, გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება, არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის - ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს." შეგახსენებთ, რომ "ცინცინატის" მასტერზე, ხვალ თბილისის დროით 19:00-ზე, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ოჟერ ალიასიმს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები