გამარჯვება 3 სეტში - ბასილაშვილმა კარენო-ბუსტა დაამარცხა
3 წლის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
დაპირისპირება ბასილაშვილსა და კარენო-ბუსტას შორის 2 საათსა და 33 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში 29 წლის ქართველმა მეტოქის დაბრეიკება 2-ჯერ მოახერხა, საპასუხოდ კი, თავისი ჩაწოდება 10-დან 9 შემთხვევაში გადაარჩინა. ვენის ტურნირის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ალექსეი პოპირინსა (77) და მატეო ბერეტინის (7) შორის გამარჯვებულს შეხვდება.