Belive

ბასილაშვილი ვენის ტურნირს ალკარასთან გამოეთიშა

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ვენის 500-ქულიანი ტურნირის (Erste Bank Open) მერვედფინალში ერთმანეთს ნიკოლოზ ბასილაშვილი და კარლოს ალკარასი გადაეკვეთნენ. რეიტინგის მესამე ნომერმა ესპანელმა, ქართველი ჯოგბურთელი, 2 სეტში (6:1 | 7:6) დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. საოცრად დაძაბული გამოვიდა მეორე სეტის ტაიბრეიკი, სადაც ალკარასმა (13:11) გაიმარჯვა.

ბასილაშვილსა და კარლოს ალკარასს, პროფესიონალურ დონეზე, ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 3-ჯერ უთამაშიათ.

პირველად ქართველისა და ესპანელის დაპირისპირება 2021 წლის როლან გაროსის 1/32-ფინალში შედგა, სადაც კარლოს ალკარასმა, თიხის კორტზე, ბასილაშვილი 3-სეტში დაამარცხა (4:6 | 2:6 | 4:6). მეორე დაპირისპირებაც თიხის საფარზე შედგა, ამჯერად მადრიდის მასტერსზე, 2022 წელს, მეორე წრეში, სადაც ასევე კარლოს ალკარასმა გაიმარჯვა (2 სეტში). ასე რომ, ალკარასი ბასილაშვილს 3:0-ს ისე უგებს, რომ ნიკოლოზს სეტიც არ აუღია.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა, გასულ კვირას, ATP ტურის შეჯიბრის ფინალში გასვლა 2022 წლის შემდეგ პირველად შეძლო, თუმცა ფინალში დანილ მედვედევთან დამარცხდა (ალმათის ტურნირზე).

ალკარასი მეოთხედფინალში ამერიკელ ტომი პოლს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები