Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყაზახეთის ტურნირის ძირითად ბადეშია

14 საათის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ყაზახეთის საჩოგბურთო ტურნირის, ალმათის ღია პირველობის (Almaty Open) საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიელი ადამ უოლტონი 2 სეტში დაამარცხა - 4:6, 6:7 (4:7). დაპირისპირება 1:34 საათი მიმდინარეობდა.

ამ დროისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 124-ე ნომერია, ადამ უოლტონი კი 98-ე.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გასვლამდე ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთი მეტოქე უკვე დაამარცხა, მანამდე ქართველმა ასევე ორ სეტში ტარო დანიელს სძლია.

ჯერჯერობით ძირითად ბადეში ნიკოლოზის მეტოქე უცნობია.

ალმათის ღია პირველობის ATP-ის ტურნირი 250 ქულიანია, მისი საპრიზო ფონდი კი 1 075 160 დოლარია.

სხვა სტატიები