ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე მეორე შეხვედრაც მოიგო.
ქართველმა ჩოგბურთელმა 1/32-ფინალში მაქსიმ კრესი (151) 3 სეტში - 7:6; 6:3; 7:5 დაამარცხა და მესამე წრეში გავიდა.
დაპირისპირება 2 საათსა და 12 წუთს გაგრძელდა, რა დროშიც ნიკოლოზმა მოწინააღმდეგის დაბრეიკება ოთხჯერ მოახერხა.
ბასილაშვილს შემდეგ ეტაპზე სერიოზული მეტოქე ჰყავს. ნიკოლოზი მსოფლიოს 24-ე ჩოგანს, რეილი ოპელკას შეხვდება.