ეკო გორგოძე მაიამის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს - ქართველმა ჩოგბურთელმა დღეს, მძიმე თამაშში მოპოვებული გამარჯვებით, უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია.
გორგოძე კვალიფიკაციის ფინალში ჰარმონი ტანი (91) სამ სეტში, 6:2; 3:6; 7:6 დაამარცხა. მე-8 ნომრად განთესილი ფრანგი ეკომ 2 საათსა და 25 წუთიან ბრძოლაში დაამარცხა. 30 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის დაბრეიკება 7-ჯერ მოახერხა, საკუთარი ჩაწოდება კი 6-ჯერ დათმო.
მაიამის მასტერსის პირველ წრეში გასვლით ეკო გორგოძემ 18,200 დოლარი გამოიმუშავა და 10 ქულა მიიღო.