როლან გაროსი | ბასილაშვილს ძირითად ბადემდე 1 მოგება აშორებს
6 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობის (როლან გაროსი) საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა და ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრამდე 1 მოგება აშორებს.
რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ შეხვედრაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ვალენტინ ვაშერო 2 სეტში (7:6/6:3) დაამარცხა და როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით მატჩში, ფრანგ ჟოფრი ბლანკანოს დაუპირისპირდება.
მესამე და გადამწყვეტი წრის დაპირისპირება 23 მაისს გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილი როლან გაროსის ტურნირის ძირითად ბადეში, 2022 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.