Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე ასპარეზობას იწყებს!

2 დღის წინ ჩოგბურთი
1 წთ

საქართველოს N1 ჩოგანი - ნიკოლოზ ბასილაშვილი, 22 ივნისს, უიმბლდონის კვალიფიკაციის 1/4-ფინალში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქე, შვედი - ელიას იმერი იქნება.მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზეა ჩანიშნული.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნიკა კვალიფიკაციაში მე-6 ნომრად არის განთესილი.

მას იმერის წინააღმდეგ ბალახზე კარიერაში ერთი ურთიერთშეხვედრა აქვს. ბასილაშვილი და იმერი 2018 წელს ერთმანეთს გერმანიაში შეხვდნენ, სადაც 2 სეტში გამარჯვება ქართველს დარჩა.

ბასილა გამარჯვების შემთხვევაში 1/2-ფინალურ საგზურს მოიპოვებს, სადაც მისი მეტოქე, ტიმოფი სკატოვსა და ალექს ბარენას შორის გამარჯვებული იქნება.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს საუკეთესო შედეგი უიმბლდონზე მესამე რაუნდი აქვს დაფიქსირებული, რომელიც 2015 და 2022 წლებში ითამაშა.

სხვა სტატიები