სინერს ოპერაცია დასჭირდა | იტალიელი ჩოგბურთელი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს?!
'Sky Italy'-ის ინფორმაციით, იტალიელი ჩოგბურთის ვარსკვლავი იანიკ სინერი სამშაბათს ფინეთში მუხლის ოპერაციას გაიკეთებს.
წყაროს ცნობით, ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, 25 წლის სპორტსმენმა გადაწყვიტა, ოპერაცია ფინეთში მუხლის სპეციალისტთან ჩაეტარებინა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია სხვა იტალიურმა მედიასაშუალებებმაც გაავრცელეს.
🚨 Former world No 1 Jannik Sinner is set to undergo surgery on his troublesome knee which is likely to see him miss the Australian Open in January, according to Sky in Italy. pic.twitter.com/4wQtc1Xyk6
— Sky Sports News (@SkySportsNews) November 23, 2026
ეს კიდევ უფრო გადაავადებს სინერის კორტზე დაბრუნებას და, როგორც ჩანს, იანვარში გასამართ ავსტრალიის ღია პირველობაზე მისი მონაწილეობა გამორიცხულია. სინერს ივლისის შუა რიცხვებში უიმბლდონის ფინალში ალექსანდრ ზვერევთან გამარჯვების შემდეგ მატჩი აღარ უთამაშია, რადგან მან და მისმა გუნდმა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მისი მომავალი კარიერისთვის და ტრავმის მოშუშებისთვის, ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, თუმცა როგორც ირკვევა, იანიკს მუხლი მაინც საოპერაციო აქვს...
თავდაპირველად მას მუხლის პრობლემების კონსერვატიული მეთოდით (ოპერაციის გარეშე) მკურნალობა სურდა, თუმცა, Sky-ის ინფორმაციით, მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა საბოლოოდ მაინც ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.
სინერის არყოფნაში გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა მას გადაასწრო და მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა. მსოფლიოს მესამე ჩოგანი კარლოს ალკარასი კი, რომელმაც მაჯის პრობლემები მოიშუშა და დიდებულ ფორმაში დაბრუნდა, კვირას გამართულ ATP-ის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში სწორედ ზვერევი დაამარცხა.