ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა
1 თვის წინ
ჩოგბურთი
1 წთ
ნიკოლოზ ბასილაშვილმა შტუტგარტის ATP ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალი დათმო. ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიელ, მსოფლიოს 92-ე ნომერ ჯეიმს დაქვორტისთან 3-სეტიან დაპირისპირებაში დამარცხდა. პირველ ორ სეტში ტაი-ბრეიკი დაფიქსირდა, პირველი სეტი ქართველმა 6:7 (4:7) მოიგო, მეორე კი 7:6 (7:5) წააგო, მესამე სეტი ავსტრალიელი ჩოგბურთელის გამარჯვებით 6:3 დასრულდა. მატჩი 2:07 საათი მიმდინარეობდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 133-ე ადგილს იკავებს.
შტუტგარტის ტურნირი 250-ქულიანია და საპრიზო ფონდი 751 630 ევროს შეადგენს.